8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

CDE46XBG 25 Ağu tarihinde yayınlandı 49 görüntüleme

German Cleaning

German Cleaning

დასუფთავების სერვისების საოპერაციო მენეჯერი

German Cleaning Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Temizlik
Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay 25 Eyl tarihine kadar başvurun

დასუფთავების კომპანია "German Cleaning" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტებზე სამუშაო პროცესის დაგეგმვას, გუნდის კოორდინაციასა და მომსახურების ხარისხის კონტროლს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტის დათვალიერება, სამუშაოს მოცულობის შეფასება და პროცესის დაგეგმვა;
  • თანამშრომლების ობიექტებზე განაწილება და სამუშაო გრაფიკის მართვა;
  • საჭირო ინვენტარის, ტექნიკისა და დასუფთავების საშუალებების ორგანიზება;
  • სამუშაო პროცესის, ვადებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოს ჩაბარება;
  • მასალების, სამუშაო დროისა და საოპერაციო ხარჯების კონტროლი;
  • მიმდინარე შედეგების შესახებ ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება;
  • არსებული კლიენტების შენარჩუნებისა და დამატებითი მომსახურებების შეთავაზების ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საოპერაციო, ადმინისტრაციულ ან გუნდის მართვის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სამუშაო პროცესებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანად ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კლიენტებთან პროფესიონალური კომუნიკაციისა და პრობლემების ოპერატიულად გადაწყვეტის უნარი;
  • საოფისე პროგრამებისა და Excel-ის საბაზისო ცოდნა;
  • მოქნილ და დინამიკურ სამუშაო გარემოში საქმიანობის შესაძლებლობა;
  • მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად;
  • დასუფთავების, მომსახურების, სასტუმრო ან სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი და კომპანიის მიმდინარე ობიექტები;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; გრაფიკი წინასწარ იგეგმება ობიექტების სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე;
  • პირადად მოზიდულ ახალ კლიენტებზე — დამატებითი საკომისიო;
  • საქმიანი სატელეფონო და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება კომპანიის წესების შესაბამისად;
  • პროფესიული განვითარებისა და კომპანიასთან ერთად ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "საოპერაციო მენეჯერი".

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
German Cleaning
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek