ბუღალტერი
olağana göre −22% · olağan 2,571 ₾ · 40 ilan
19 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 19 Ara tarihine kadar başvurun
შპს Novamed Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ლუბლიანას 46 სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00
ძირითადი მოვალეობები
- პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
- ბუღალტრული ოპერაციების შესრულება და გატარება Oris-ში;
- რეალიზაცია
- ადგილობრივი შესყიდვები
- იმპორტი
- ბანკი
- სალარო
- ხელფასის და დივიდენდის დარიცხვები - უწყისების მომზადება
- ხარჯები
- პროგრამა FMG- დან ზედნადებების გამოწერა
- ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სისწორის უზრუნველყოფა,
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება (აუდიტორული კომპანიის მხარდაჭერით);
- საჭიროებისამებრ სხვადასხვა ინფორმაციის მომზადება (დებიტორები, ხარჯები, შემოსავლები, მარაგის დონეები)
- ყოველი თვის ბუღალტრული აღრიცხვის დახურვა (აუდიტორული კომპანიის მხარდაჭერით)
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით (სასურველია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Oris და FMG);
- MS Office პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით ექსელის კარგად ცოდნა;
უნარ-ჩვევები
- შედეგებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტური მართვა;
- ინფორმაციის მიღებისა და სწორად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობა.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ანაზღაურება: 2000ლარიდან - 3000 ლარამდე ხელზე ასაღები თანხა კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.
თუ დაინტერესებული ხართ ამ შემოთავაზებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე. პოზიციის სახელწოდება მიუთითეთ ელ-ფოსტის სათაურში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.