პრისელერი
შპს "ეკოლაინი" (კომპანია გრასის ოფიციალური დილერი საქართველოში) ავტო კოსმეტიკა და ქიმია, აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე თბილისში.
ფუნქცია მოვალეობები:
- ახალი სავაჭრო ობიექტის მოძიება, პროდუქციის შეთავაზება და წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი, შეკვეთების მიღების მიზნით და პროდუქციით დროულად მომარაგების/მიწოდების კონტროლი;
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფა, ნაშთების მუდმივი კონტროლი და შეკვეთის ოპტიმიზაცია;
- სავაჭრო ობიექტებზე რეალიზებული პროდუქციის შესაბამისი თანხის მიღება/მითვლა და სალაროში შეტანა;
- გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვება, ანალიზი და მუდმივი რეპორტინგი მენეჯმენტთან;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
- ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულებაში პასუხისმგებლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პრიორიტეტად ჩაითვლება ავტო ქიმიის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;** საკუთარი ავტომობილის ყოლა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებული და დროის სწორად განაწილების უნარი;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო არეალი თბილისი და რეგიონები.
ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი. სამედიცინო დაზღვევა. მანქანის ამორტიზაციის ხარჯი და საწვავით უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში CV გადმოაგზავნეთ მეილზე
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.