უმცროსი მარკეტერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მარკეტერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული სტაჟირების პერიოდი: 1 თვე (ანაზღაურებადი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სოციალური ქსელების მონიტორინგი;
- სოციალური მედია არხებისთვის კონტენტის შექმნაში ჩართულობა;
- აუდიტორიის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი;
- ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის აღსრულებაში ჩართულობა;
- ორგანიზაციის ვებ-გვერდის კონტენტის მართვა;
- რეკლამირებსა და ბრენდინგთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
- სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებთან კომუნიკაცია;
- ყოველკვირეული ან/და ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან (მოთხოვნისამებრ);
- ფილიალების მარკეტინგული საჭიროებების მოძიება და შესაბამისი მასალების მიწოდება.
- დამსაქმებლის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციისა და დაკავებული პოზიციის ფარგლებში.
ჩვენ ვეძებთ დამწყებ სპეციალისტს:
- უმაღლესი განათლებით (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით); (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
- მსგავს პოზიციაზე 1 წლამდე სამუშაო გამოცდილებით;
- დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციით;
- სწრაფად ათვისების უნარით;
- კრეატიულს;
- პასუხისმგებლიანს;
- ორგანიზებულსა და შედეგებზე ორიენტირებულს;
- დროის ეფექტურად მართვის უნარით.
- ინგლისური ენის ცოდნა (B2)
ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:
- Fitpass
- ჯანმრთელობის დაზღვევა
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 ოქტომბერი
გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად:
- გაცნობითი სახის გასაუბრება
- შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ დავალება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.
თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.