ადვოკატი/ადვოკატის თანაშემწე - სისხლის სამართალი
"თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი" აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის მიმართულებით.
ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც სურს იმუშაოს საინტერესო და მრავალფეროვან სისხლის სამართლის საქმეებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში მოქმედი ადვოკატის სტატუსი (შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და პროფესიული ეთიკის დაცვა;
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები;
- საქმისადმი პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა.
ანაზღაურება: ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარების გათვალისწინებით. სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N68, ოფისი 18
თუ ხარ მოტივირებული, გსურს პროფესიული განვითარება და მზად ხარ გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.