8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

D7134QFD 25 Ağu tarihinde yayınlandı 69 görüntüleme

ბენე კომფორტი

ბენე კომფორტი

საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾3000 / ay 26 Eyl tarihine kadar başvurun

"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპლექსის მობინადრეებთან კომუნიკაცია, მათ პრობლემებზე დროული რეაგირება;
  • საერთო სარგებლობის ფართების სისუფთავის უზრუნველყოფაზე მუდმივი მონიტორინგი;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა;
  • ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში გადაჭრის გზების მოძიება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე მუდმივი მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • ანაზღაურება - 3000 ლარი;
  • სამუშაო ადგილი - ბაკურიანი (უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი).

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი ბაკურიანში".

კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბენე კომფორტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek