საწყობის აღრიცხვის თანამშრომელი
"Logical Systems Company" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის თანამშრომლის თანამდებობაზე.
დამსაქმებლის შესახებ: კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დავების კონტროლის, რიგის მართვის და პარკირების სისტემების წარმოება.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის 2
https://www.facebook.com/LogicalSystemsCompany
ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ელექტრონული კომპონენტების დახარისხებასა და აღრიცხვაში.
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრონული კომპონენტების დახარისხება ტიპებისა და მახასიათებლების მიხედვით;
- კომპონენტების დასახელების, მოდელისა და რაოდენობის აღრიცხვა;
- მონაცემების სპეციალურ პროგრამაში შეტანა;
- საჭიროების შემთხვევაში კომპონენტების ტექნიკური მონაცემების მოძიება;
- საწყობში კომპონენტების მოწესრიგება და შესაბამისი ადგილების მინიჭება;
- არსებული მონაცემების გადამოწმება და განახლება.
სასურველი უნარები:
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
- ელექტრონიკისა და ელექტრონული კომპონენტების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ელექტრონიკა და სურს პრაქტიკაში უკეთ გაეცნოს სხვადასხვა ელექტრონულ კომპონენტს.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი), ასევე შესაძლებელია შეთანხმება არასრულ სამუშაო გრაფიკზე ანაზღაურება: 800-1200 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე. .
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.