8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

DDCH04CY 16 Eyl tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

ჯინეტი

ჯინეტი

ქსელის ინჟინერი

ჯინეტი Dış ilan
Kutaisi Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
₾2000 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

"GE NET" ("ჯინეტი") აცხადებს ვაკანსიას ქსელის ინჟინრის (Wireless & Fiber Engineer) თანამდებობაზე.

"GE NET" ("ჯინეტი") ეძებს გამოცდილ ქსელის ინჟინერს, რომელიც მზად არის იმუშაოს ოპტიკურ და Wireless ინფრასტრუქტურაზე, მიიღოს ტექნიკური გამოწვევები და გახდეს კომპანიის ქსელის განვითარების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი.

პოზიცია განკუთვნილია კანდიდატისთვის, რომელსაც აქვს პრაქტიკული ტექნიკური გამოცდილება, შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს ტექნიკური გადაწყვეტილებები და სურს სტაბილურ გარემოში პროფესიული ზრდა.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:

  • ოპტიკური ქსელის (მაგისტრალური და სააბონენტო) მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
  • ოპტიკური კაბელის შედუღება, ქსელის ელემენტების მონტაჟი და აბონენტების ჩართვა;
  • GPON ინფრასტრუქტურის ელემენტებთან პრაქტიკული მუშაობა;
  • Wireless ანტენების მონტაჟი, კონფიგურაცია და რადიო ლინკების ოპტიმიზაცია (Ubiquiti);
  • ქსელში არსებული ხარვეზების დიაგნოსტიკა და სწრაფი აღმოფხვრა ადგილზე;
  • ტექნიკური დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში;
  • შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ტექნიკური რეპორტინგი;
  • მომხმარებელთან პროფესიული კომუნიკაცია და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვით სიმაღლეზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
  • ოპტიკურ კაბელთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (splice, მონტაჟი);
  • GPON ტექნოლოგიის საბაზისო ცოდნა;
  • Ubiquiti Wireless მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური აზროვნება და პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სიმაღლეზე მუშაობის მზადყოფნა.

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი: 2000 ლარიდან (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
  • საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში — სატრანსპორტო კომპენსაცია;
  • სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა;
  • პროფესიული ზრდისა და ტექნიკური განვითარების რეალური შესაძლებლობა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • კომპანია უზრუნველყოფს თანამედროვე სატელეკომუნიკაციო პროექტებში მონაწილეობას;
  • ვეძებთ პასუხისმგებელ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს;
  • პოზიცია განკუთვნილია გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის და არა დროებითი დასაქმებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ CV გამოგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "ქსელის ინჟინერი".

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ჯინეტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek