სტაჟიორი - მექანიკოსი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდასაქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთართანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 28 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: Www.amboli.ge Www.facebook.com/Amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორი მექანიკოსის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში!
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერება და ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრა; - ავტომობილის ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა; - დაზიანებული ან გაცვეთილი დეტალებისა და მასალების შეცვლა; - ცვლადი დეტალების ტექნიკური მდგომარეობისა და ცვეთის ხარისხის შეფასება; - შესაბამისი ინსტრუმენტებისა და დანადგარების გამოყენება დადგენილი წესების შესაბამისად; - ტექნიკური სამუშაოების შესრულება კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით; - სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება შესაბამისი პირისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - პროფესიული განათლება შესაბამისი მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად; - სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - საავტომობილო სფეროსა და ტექნიკური სამუშაოების მიმართ ცოდნა/ინტერესი.
სასურველი უნარები და კომპეტენციები - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ტექნიკური აზროვნების უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - სწავლისა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.