შემოსავლებისა და დებიტორული ანგარიშების სპეციალისტი
"Archi Hospitality" განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს თბილისში.
გუნდში ვეძებთ შემოსავლებისა და დებიტორული ანგარიშების სპეციალისტს (Accounts Receivable)
რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:
- გააკონტროლებ დებიტორულ დავალიანებებს და უზრუნველყოფ ანგარიშების დროულ შეჯერებას
- გააკონტროლებ საბანკო ოპერაციებს, სალაროს, POS-ტერმინალებსა და ფულად ნაკადებს
- უზრუნველყოფ PMS-სა და საბუღალტრო პროგრამაში ასახული მონაცემების შესაბამისობის კონტროლს
- გააკონტროლებ და გააანალიზებ შემოსავლებს
- აწარმოებ ინვოისების აღრიცხვასა და კონტროლს
- მონაწილეობას მიიღებ თვის დახურვასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში
- მოამზადებ ფინანსურ რეპორტებსა და საჭირო ინფორმაციას მენეჯმენტისთვის
- უზრუნველყოფ ფინანსური დოკუმენტაციის სათანადო წარმოებასა და შენახვას
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გაქვს საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- გამოირჩევი ანალიტიკური აზროვნებით, დეტალებზე ორიენტირებულობითა და სიზუსტით
- შეგიძლია დიდი მოცულობის ფინანსურ ინფორმაციასთან ორგანიზებულად მუშაობა
- გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შეგიძლია ვადების დაცვით მუშაობა
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
- ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: შემოსავლებისა და დებიტორული ანგარიშების სპეციალისტი (Accounts Receivable).
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 24 სექტემბერი, 2026.
გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.