9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

DYEPG62H 1 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

UGT

UGT

გაყიდვების განვითარების სპეციალისტი

UGT Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 2 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს აპლიკაციების სამსახურში, გაყიდვების განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაზრის კვლევა და პოტენციური კლიენტების მოძიება/იდენტიფიცირება Cold Calling-ის, მეილისა და LinkedIn/სოციალური ქსელების საშუალებით;
  • გაცნობითი ზარების/შეხვედრების ორგანიზება;
  • SAP-ის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების საპრეზენტაციო მასალების მომზადება პოტენციური კლიენტებისთვის;
  • პირველადი კომუნიკაციის ეტაპზე პროდუქტის/გადაწყვეტილების ძირითადი ღირებულებისა და უპირატესობების ეფექტურად წარდგენა ;
  • პოტენციური კლიენტების საბაზისო საჭიროებების ანალიზი და შესაბამისობის შემოწმება;
  • დაინტერესებული მხარეების მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი პროცესის მართვა მათი საჭიროებებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით;
  • აქტივობების, ლიდისა და შესაძლებლობის აღრიცხვა CRM სისტემაში;
  • ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშგება ლიდების რაოდენობაზე, კონვერსიის მაჩვენებლებზე და Pipeline-ის მდგომარეობაზე;
  • Pipeline-ის მეტრიკების მონიტორინგი და გაზიარება;
  • მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია კამპანიების ეფექტურობის შეფასებისა და შედეგებზე უკუკავშირის გაზიარების მიზნით;
  • SAP-ის პროდუქტების, გადაწყვეტილებებისა და კონკურენტული პოზიციონირების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
  • ყოველთვიური/კვარტალური მიზნების შესრულება;
  • გრძელვადიან პერსპექტივაში, SAP პროდუქტების/სერვისების ბაზრის წილის ზრდაში წვლილის შეტანა;
  • ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ამოცანების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

  • გაყიდვების მეტრიკებისა და Pipeline მართვის პრინციპების ცოდნა;
  • ERP სისტემების ზოგადი პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, IT-ის ან შესაბამის სფეროში;
  • სასურველია ტექნოლოგიური/ბიზნეს სისტემების მიმართულებით განათლება ან გამოცდილება.

ენები:

  • აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
  • სამუშაო გამოცდილება
  • CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
  • LinkedIn და ციფრული გაყიდვების ინსტრუმენტების გამოყენება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისების უნარი
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
  • ბიზნეს პროცესებისა და მოთხოვნების ანალიზი
  • დროის ეფექტიანად მართვა
  • ინიციატივების გამოჩენა

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
  • დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 1 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1261/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
UGT
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek