8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

E0CGF3JK 9 Eyl tarihinde yayınlandı 37 görüntüleme

ინფაიერი

ინფაიერი

ინსპექტორი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

შპს "ინფაიერი" აცხადებს ვაკანსიას ინსპექტორის პოზიციაზე - ობიექტის ან მისი ნაწილის სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ობიექტზე ინსპექტირების დაგეგმვა და ჩატარება დადგენილი მეთოდებისა და შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად;
  • ინსპექტირების დავალების ფარგლებისა და კრიტერიუმების გადამოწმება სამუშაოს დაწყებამდე;
  • ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება და საჭირო გაზომვების/შემოწმებების განხორციელება;
  • მიღებული მონაცემების, გაზომვების, ფოტომასალისა და სხვა მტკიცებულებების სრულად და მიკვლევად დაფიქსირება;
  • ინსპექტირების შედეგების შესაბამის მოთხოვნებთან შეფასება და შესაბამისობის/შეუსაბამობის დასაბუთებული ფორმულირება;
  • ინსპექტირების ანგარიშის/დასკვნის პროექტის მომზადება და ტექნიკურ გადამოწმებაზე წარდგენა;
  • შესაბამისი ტექნიკური და საზომი საშუალებების გამოყენება;
  • ობიექტზე უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამშენებლო მიმართულების სპეციალობაში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირების მიმართულებით არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება;
  • ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდებისა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების ცოდნა;
  • ტექნიკური/საზომი საშუალებების გამოყენების უნარი;
  • ტექნიკური მონაცემებისა და მტკიცებულებების ანალიზისა და დოკუმენტირების უნარი;
  • ანგარიშისა და დასაბუთებული ტექნიკური დასკვნის მომზადების უნარი;
  • პასუხისმგებლობა, ობიექტურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

შერჩეული კანდიდატის კომპეტენცია შეფასდება შპს "ინფაიერის" მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად. დამოუკიდებელი ინსპექტირების უფლებამოსილება გაიცემა შესაბამისი კომპეტენციის დადასტურებისა და ავტორიზაციის შემდეგ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30/09/2026 წელი.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ინფაიერი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek