8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

E1RHQQDQ 16 Eyl tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

ალგანი

ალგანი

ღამის ცვლის ქოლცენტრის ოპერატორი

ალგანი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1300 / ay 17 Eki tarihine kadar başvurun

დაცვის კომპანია "ალგანი" 2004 წელს დაარსდა. ამბიციური ხედვით, თანმიმდევრული პოლიტიკითა და საქმის პროფესიონალიზმით კომპანია მალევე გახდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ბაზრის ლიდერი საქართველოში. დღეს ალგანის პორტფოლიო 10 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: 18:00-10:00 სამ დღეში ერთხელ, ღამის განმავლობაში 2 საათიანი შესვენება.
  • თვეში 1 დღე (კვირა) 24 საათიანი ცვლა.
  • ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
  • მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება;
  • ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველების უნარი
  • უმაღლესი (არასრული) განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • ორგანიზებულობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ალგანი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek