← Tüm iş ilanları

E32FZRTY 17 Kas tarihinde yayınlandı 1 görüntüleme

მონიტორინგის თანამშრომელი საკუთარი ავტომობილით

₾2000 / ay Oturum açın ve başvurun

17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun

ტაქსოპარკი "ლოტოსი" ეძებს პასუხისმგებლობიან და დაკვირვებულ თანამშრომელს, რომელიც თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილებით, გააკონტროლებს მძღოლების მუშაობას, მომსახურების სტანდარტების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში მივა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე.

ძირითადი მოვალეობები

  • ქალაქში გასვლები და მძღოლების მუშაობის ადგილზე მონიტორინგი;
  • დისპეტჩერებთან კოორდინაციით მძღოლების სამუშაო გრაფიკის, ხაზზე ყოფნისა და ფაქტობრივი მუშაობის შემოწმება;
  • ავტომობილების სისუფთავის, სალონის მოწესრიგებისა და მძღოლების გარეგნული იერსახის კონტროლი;
  • მომსახურების წესების, მათ შორის Business კლასის ჩაცმულობისა და მგზავრთან ურთიერთობის სტანდარტების შესრულების შემოწმება;
  • ავტომობილების ძარის, სალონისა და საბურავების ვიზუალური მდგომარეობის შემოწმება, დაზიანებებისა და პრობლემების დაფიქსირება;
  • საჭიროების შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მისვლა, მძღოლის მხარდაჭერა, გარემოებებისა და დაზიანებების ფოტო/ვიდეოფიქსაცია;
  • ავტოსაგზაო შემთხვევისას დისპეტჩერთან, ხელმძღვანელობასა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია;
  • გამოვლენილი დარღვევებისა და პრობლემების შესახებ ყოველდღიური მოკლე ანგარიშის მომზადება.

მოთხოვნები

  • საკუთარი, ტექნიკურად გამართული ავტომობილი;
  • მოქმედი B კატეგორიის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
  • თბილისის ქუჩებისა და ძირითადი მარშრუტების ცოდნა;
  • ავტომობილების ტექნიკურ საკითხებში საბაზისო ცოდნა;
  • მობილურ აპლიკაციებთან მუშაობისა და ფოტო/ვიდეომასალის გაგზავნის უნარი;
  • დაკვირვებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მძღოლებთან კორექტული კომუნიკაციისა და დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მოქმედების უნარი;
  • დღის, საღამოსა და ღამის ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა.
  • მსგავს პოზიციაზე ან ტაქსოპარკში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები

  • სრული განაკვეთი — 10-საათიანი სამუშაო ცვლები;
  • მონაცვლეობით დღის, საღამოსა და ღამის გასვლები;
  • ზუსტი საათები და დასვენების გრაფიკი დაზუსტდება გასაუბრებაზე;
  • ანაზღაურება — 2000 ლარი;
  • საწვავს უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე. წერილის სათაურში მიუთითეთ: "მონიტორინგის თანამშრომელი".

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz