ბუღალტერ-ოპერატორი - სწავლება-სტაჟირება
კომპანია "ბორან ლაითი" ("ბორან ჯგუფის" შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში (სწავლება-სტაჟირება)
ანაზღაურება: პირველი 2 თვე - 1200 ლარი, მესამე თვიდან 1500 ლარი, შემდგომში ზრდის პერსპექტივით, კვალიფიკაციიდან და შესრულებული სამუშაოს დახარჯული რესურსიდან გამომდინარე. მისამართი: ქ. თბილისი, მარნეულის ქ.N22 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:30-17:30
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: TOLSEN, CROWN, DEWALT, LINUS, SCHPINDEL, KETTLER და ა.შ.)
კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.
მოვალეობები:
- სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- პროდუქციის ცოდნა;
- ოპერაციების პროგრამული ასახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად;
- შეკვეთების დამუშავება, გაწერა;
- ზედნადებების შემოწმება, ჩასწორება და rs-ზე ატვირთვა;
- დღიური საბუთების წარმოება;
- თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.
აუცილებელი სქილები, რომლებიც უნდა გქონდეთ:
- უმაღლესი განათლება;
- ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS word, MS Excel);
- სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
- პროგრამა Fina-ს ცოდნა (სასურველია)
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
- პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
- სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში, CV არ განიხილება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.