Yönetici
13 Kas tarihinde yayınlandı (31 gün kaldı) 14 Ara tarihine kadar başvurun
Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinal metni Gürcüce okuyun →
"ტერმინალი" (Terminal) , პროგრესსა და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცეა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.terminal.center/
"ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ახმეტელის ქ. N7ა
სამუშაო საათები: 09:00-15:00 ან 15:00-21:00 (კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი)
ძირითადი მოვალეობები:
სივრცის წევრებისა და ვიზიტორების დახვედრა; თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა; ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა; პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა; სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:
მეგობრული; საუბრობს ინგლისურად საკომუნიკაციო დონეზე;
დამატებითი ბენეფიტები:
ჯანმრთელობის დაზღვევა; სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა;
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემი ან რეზიუმე მისამართზე. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება (ადმინისტრატორი) რომელზეც აგზავნით განაცხადს.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, დამუშავდება შპს "ტერმინალი"-ს მიერ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია, ასევე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე, განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაციის შენახვა მოხდება 3 (სამი) თვის განმავლობაში. წინამდებარე ვადის ამოწურვის შემდგომ ხდება თქვენ შესახებ არსებული ინფორმაციის განადგურება. თუ გსურთ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის (მონაცემების) შემდგომი დამუშავების შეწყვეტა/აკრძალვა ან/და ცვლილება, წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.