8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

E8D37AJ3 15 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

Premium Leasing

Premium Leasing

სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი

Premium Leasing Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1000 / ay 16 Eki tarihine kadar başvurun

"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებგვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება, კომპანიის პროდუქტის შეთავაზების და გაყიდვის მიზნით;
  • ცხელ ლიდებთან მუშაობა; CRM სისტემაში მუშაობა;
  • დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ონლაინ-განაცხადების შევსება;
  • საკითხიდან გამომდინარე, შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • მომსახურების ხარისხის და SLA სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • დახვეწილი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სატელეფონო გაყიდვებში ან/და ქოლცენტრში მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 116 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი:10:00 - 18:00; ყოველი მეორე შაბათი: 10:00-15:00 (საშუალოდ, თვეში 2 შაბათი) ანაზღაურება: 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს"

და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Premium Leasing
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek