8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

EBCQHMXV 17 Eyl tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი

E-commerce კონტენტ მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
₾1100 / ay 18 Eki tarihine kadar başvurun

"Konatk"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

შენი მისია კომპანიაში: როგორც E-commerce კონტენტ მენეჯერი, შენ იქნები პასუხისმგებელი ჩვენი ონლაინ ვიტრინის სრულყოფილებაზე. შენი მიზანია მომხმარებელს დახვდეს ზუსტი, ამომწურავი და ვიზუალურად გამართული ინფორმაცია პროდუქციის შესახებ

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ვებ-გვერდზე პროდუქციის განთავსება/ატვირთვა;
  • პროდუქციის ვიზუალური და ტექსტური მასალის (აღწერა, მახასიათებლები, ანოტაციები) დამუშავება და განთავსება;
  • საჭიროების შემთხვევაში, ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალის მოძიება და საიტზე ინტეგრირება;
  • არსებული კონტენტის მუდმივი მონიტორინგი, განახლება და სისწორის კონტროლი;
  • საიტის ნავიგაციის (კატეგორიები, ფილტრები) გამართულობისა და ლოგიკური განლაგების უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს გამართული წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ფლობ საოფისე პროგრამებს;
  • ფლობ უცხო ენებს სასაუბრო დონეზე (ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისთვის);
  • ხარ დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული.

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

  • გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1100 ლარი + ბონუსი;
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
  • აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
  • მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე და გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "E-commerce კონტენტ მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კონტაქტჰოუმი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek