8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

EDGFM113 25 Ağu tarihinde yayınlandı 41 görüntüleme

ჯინო აკვაპარკი

ჯინო აკვაპარკი

აუზების ტექნოლოგი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Orijinal ilana devam edin ↗
₾1500 / ay 25 Eyl tarihine kadar başvurun

ვაკანსია: აუზების ტექნოლოგი

კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 12 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! ეს არის ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და ზრუნავს მათ კომფორტსა და კმაყოფილებაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9

ძირითადი მოვალეობები:

  • წყლის სინჯების აღება, სისუფთავის შემოწმება და მუდმივი კონტროლი;
  • წყლისა და ჰაერის ტემპერატურის რეგულარული კონტროლი და აღრიცხვა;
  • ფილტრების პერიოდული გასუფთავება და ტექნიკური მოვლა;
  • სავენტილაციო სისტემების გამართული მუშაობის მონიტორინგი;
  • წყლის დანადგარების, ორთქლის გენერატორების, საუნებისა და გარე აგრეგატების გამართულობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამისი ტექნიკური/პროფესიული განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს 24-საათიანი ცვლა;
  • ანაზღაურება: 1500 ლარი;
  • დამატებითი ბენეფიტები: ფიტნეს დარბაზითა და ოლიმპიური აუზით სარგებლობა, ასევე სპეციალური ფასდაკლებები მთელ კომპლექსში!

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 96 83 03

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ჯინო აკვაპარკი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek