8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

EE2805FW 7 Eyl tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

შოკოტელა

შოკოტელა

უმცროსი შოკოლატერი

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
₾1200 / ay 8 Eki tarihine kadar başvurun

"შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შოკოლატერის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ

"შოკოტელა" პრემიუმ კლასის შოკოლადის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქმნის ხელნაკეთ შოკოლადს, ბონბონებსა და სხვა შოკოლადის ნაწარმს.

ვის ვეძებთ?

თუ გაინტერესებთ შოკოლადის ხელოვნება, გსურთ შეისწავლოთ ახალი პროფესია და განვითარდეთ ამ მიმართულებით, ეს პოზიცია თქვენთვისაა.

წინასწარი პროფესიული გამოცდილება აუცილებელი არ არის. ჩვენ გასწავლით შოკოლადთან მუშაობას ეტაპობრივად, გამოცდილი შოკოლატერის ხელმძღვანელობით.

უმცროსი შოკოლატერის პოზიცია მოიცავს როგორც პრაქტიკულ სწავლებას, ისე ყოველდღიურ საწარმოო პროცესებში მონაწილეობას. წარმატებული თანამშრომელი ეტაპობრივად შეძლებს უფრო რთული ტექნიკებისა და პროდუქტების დამოუკიდებლად მომზადების ათვისებას.

ძირითადი მოვალეობები:

  • გამოცდილი შოკოლატერის ხელმძღვანელობით პროდუქციის მომზადება;
  • შოკოლადის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების ეტაპობრივად შესწავლა;
  • ინგრედიენტებისა და ნედლეულის აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • ნედლეულისა და მზა პროდუქციის სწორად დასაწყობება;
  • პროდუქციის ხარისხის სტანდარტების დაცვა;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის წესების დაცვა;
  • დავალებების ზუსტად და პასუხისმგებლობით შესრულება;
  • აქტიურ საწარმოო გარემოში დროის ეფექტურად მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • კონდიტერად, სამზარეულოში ან კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 200 ლარი + ბონუსი
  • პირველი 6 თვე: სწავლებისა და პროფესიული განვითარების პერიოდი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომელი, რომელსაც სურს არა მხოლოდ სამსახურის დაწყება, არამედ პროფესიის შესწავლა და შოკოლატერის მიმართულებით გრძელვადიანი განვითარება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
შოკოტელა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek