შეკვეთების გამშვები სპეციალისტი/ამგროვებელი
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების გამშვები სპეციალისტის/ამგროვებლის პოზიციაზე!
შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:
https://www.facebook.com/tortibela https://www.instagram.com/patisserie_bela/ https://www.tiktok.com/@belastorti
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე); ანაზღაურება: 1200 ლარი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
- უფასო კვებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
- პროდუქციის სწორად და დროულად ჩალაგება, ეტიკეტირება და მაღაზიებში გაგზავნის ორგანიზება;
- შეკვეთების არსებულ ნაშთებთან/მარაგებთან გადამოწმება და დამუშავება;
- შეკვეთილი (ინდივიდუალური) ტორტებისა და დამზადებული პროდუქციის გადამოწმება;
- უზრუნველყოფს შეკვეთების გაგზავნას შესაბამისი დოკუმენტაციის (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა და სხვ.) მომზადებას;
- დაბრუნებული ან შეცვლილი შეკვეთების მართვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
- მჭიდრო თანამშრომლობა მაღაზიებთან, წარმოებასა და ლოჯისტიკის გუნდთან;
- პასუხისმგებელია ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიაში დანერგილი სტანდარტების დაცვაზე.
მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.