8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

EQWKVGZH 25 Ağu tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

Ensana კურორტი საირმე

Ensana კურორტი საირმე

F&B მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება. რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

სამუშაო ადგილი: კურორტი საირმე ვაკანსია: F&B მენეჯერი

F&B (Food & Beverage) მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც მართავს კვებისა და სასმელების მთელ მიმართულებას — იქნება ეს რესტორანი, სასტუმრო, კაფე თუ ბარი.

ოპერაციული მართვა

  • ყოველდღიური მუშაობის კონტროლი (სამზარეულო + სერვისი)
  • მომსახურების ხარისხის შენარჩუნება
  • ჰიგიენისა და სტანდარტების დაცვა
  • სტუმრის გამოცდილების კონტროლი

პერსონალის მართვა

  • თანამშრომლების შერჩევა და აყვანა
  • ტრენინგების ჩატარება
  • გრაფიკების შედგენა
  • გუნდის მოტივაცია და დისციპლინა

ფინანსური კონტროლი

  • ბიუჯეტის დაგეგმვა
  • ხარჯების კონტროლი
  • მომგებიანობის გაზრდა
  • ფასების განსაზღვრა (მენიუ, სასმელები)

მარაგებისა და შესყიდვების მართვა

  • პროდუქციის შეკვეთა
  • საწყობის კონტროლი
  • ნარჩენების შემცირება
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა

მენიუს მართვა

  • მენიუს შედგენა/განახლება
  • კერძების ხარისხის კონტროლი
  • ახალი პროდუქტების/კონცეფციის დანერგვა

ანალიზი და ანგარიშგება

  • გაყიდვების ანალიზი
  • KPI-ების კონტროლი
  • ხელმძღვანელობასთან რეპორტინგი

სტანდარტები და რეგულაციები

  • სურსათის უსაფრთხოების წესები
  • შიდა პოლიტიკის დაცვა
  • აუდიტისთვის მზადყოფნა

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას (საჭიროების შემთხვევაში)
  • კორპორატიულ ბენეფიტებს
  • კვება
  • ტრანსპორტირება

კომპანიის ბენეფიტი:

  • ტრანსპორტირება
  • დაზღვევა
  • უფასო კვება
  • კორპორატიული ნომერი

განაცხადის წარდგენის წესი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: "F&B მენეჯერი".

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Ensana კურორტი საირმე
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek