8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

EX5MMEE2 9 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

მუსიკის სახლი

მუსიკის სახლი

მოლარე-კონსულტანტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 10 Eki tarihine kadar başvurun

"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 20 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში. მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, Gibson, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer DJ, PreSonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა. ჩვენთან ასევე წარმოდგენილია პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ისე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.

პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი ლოკაცია: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი - ცვლები სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი-კვირა: 11:00-19:00

ვის ვეძებთ?

"მუსიკის სახლი" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ მოლარე-კონსულტანტს, რომელიც მზადაა გაუწიოს მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურება, დაეხმაროს სასურველი ინსტრუმენტისა და ტექნიკის შერჩევაში და უზრუნველყოს გაყიდვისა და ანგარიშსწორების პროცესის სრულყოფილი წარმართვა. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, გიყვარს მუსიკა და დეტალებზე ორიენტირებული ხარ - ეს ვაკანსია შენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა და სწორი შერჩევა;
  • გაყიდვის ოპერაციების შესრულება და სალარო პროცესების სრული მართვა (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, საბანკო ტერმინალებითა და სალარო აპარატით სარგებლობა);
  • სალარო დოკუმენტაციის, ჩეკებისა და ინვოისების სწორად წარმოება/აღრიცხვა;
  • გაყიდვების პროცესის მართვა (კონსულტაციიდან პროდუქტის შეფუთვასა და ჩაბარებამდე);
  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის განლაგების, ფასმაჩვენებლების სიზუსტისა და წესრიგის კონტროლი;
  • მარაგების მიღებაში, დასაწყობებასა და ინვენტარიზაციის/აღწერის პროცესში მონაწილეობა.

მოთხოვნები და საკვალიფიკაციო უნარები:

  • სალაროსთან ან სავაჭრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული კომუნიკაციის, თავაზიანი მომსახურებისა და ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
  • ციფრებთან, ანგარიშსწორებასთან და დეტალებთან ყურადღებით მუშაობის უნარი;
  • სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • მუსიკალური განათლება, ინსტრუმენტზე დაკვრის გამოცდილება ან მუსიკალური ინტერესები ჩაითვლება დიდ უპირატესობად.

რას გთავაზობთ?

  • სტაბილურ ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებიდან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასს (FitPass);
  • ტრენინგებს მუსიკალურ პროდუქციასა და საოპერაციო სისტემებში;
  • მეგობრულ, კომფორტულ და მუსიკალურ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მუსიკის სახლი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek