8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

F862NXKQ 25 Ağu tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

ევექსი

ევექსი

ლაბორატორიული მომსახურების მედდა

ევექსი Dış ilan
Batum Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიული მომსახურების მედდის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

  • EVEX LAB-ის გახსნა-დახურვა შესაბამისი წესის დაცვით;
  • სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შესაბამისად ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის აღება, დამუშავება, შენახვა და ტრანსპორტირებისთვის გამზადება;
  • პაციენტის ბინაზე მომსახურება წინასწარ განსაზღვრული განრიგით;
  • მომხმარებლების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს იდენტიფიცირება;
  • ქსელში არსებული აქციების/პროექტების/დამატებითი სერვისების შესახებ მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება;
  • ლაბორატორიაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სამედიცინო ნარჩენების მართვა;
  • ყოველდღიურად სალაროს დახურვა, წინასწარ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან;

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • სპეციალიზებული საშუალო განათლება: საექთნო საქმე ან უმაღლესი სამედიცინო განათლება ან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი VI სემესტრიდან;
  • სასურველია ლაბორატორიული საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • ვენა-პუნქციის ჩატარება და მისი შემდგომი პერიოდის შესაძლო გართულებების მართვა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე;
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში";
  • ფასდაკლებები "ჯიპისისა" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.selfrecruit.ge/9a51b78b-8684-4f9a-b803-b6f283aff41e

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ევექსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek