ოჯახის ექიმი
17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun
კლინიკა მარიმედი აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პაციენტების მიღება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ოჯახის ექიმის კომპეტენციის ფარგლებში: სრულყოფილი ანამნეზის შეკრება, პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემის შეფასება, პრობლემის/დიაგნოზის ფორმულირება, სამუშაო გეგმის შედგენა, პარაკლინიკური გამოკვლევების და რეფერალის დაგეგმვა და ორგანიზება, პრევენციული, სამკურნალო, სარეაბილიტაციო რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მეთვალყურეობა.
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება (ფორმა №IV-100/ა, საავადმყოფო ფურცელი და ა.შ)
- პაციენტთა ჯანმრთელობაზე დაკვირვება, მათ შორის, მკურნალობის შედეგების მონიტორინგი.
- პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში კლინიკის სპეციალისტებთან და პროვაიდერ კლინიკებთან პაციენტის კომუნიკაციის კოორდინირების უზრუნველყოფა;
- კლინიკის სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალთან კოლეგიალური ურთიერთობა;
- სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვა;
- კლინიკის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის გამოცდილება.
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ცოდნა, უნარები
- საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- დროის მენეჯმენტი;
- კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 10:00-16:00 სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.კასპი, გ.სააკაძის 110 (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კლინიკა)
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ CV.