მებაღე
შპს "უნ 1" აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №46 ანაზღაურება: 1 500 ლარი (ხელზე ასაღები) სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი — 10:00-19:00; შაბათი — არასრული სამუშაო დღე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მებაღის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიებისა და არსებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, მათ შორის:
- გაზონის რეგულარული გაკრეჭა და მოვლა;
- საჭიროების შესაბამისად ხეებისა და ბუჩქების დარგვა და გადარგვა;
- მცენარეთა ფორმირებითი ჭრის განხორციელება;
- ხეებისა და ბუჩქების სანიტარული ჭრა და გამოხშირვა;
- მცენარეთა გარშემო სარწყავი ჯამების მოწყობა და ნიადაგის გაფხვიერება;
- მცენარეთა საჭიროებების შესაბამისად მინერალური და ორგანული სასუქების შეტანა;
- მცენარეთა პრევენციული და საჭიროებისამებრ სამკურნალო შეწამვლა მცენარეთა დაცვის შესაბამისი საშუალებებით;
- გამწვანებული ტერიტორიების სარეველებისგან გაწმენდა;
- საჭიროების შესაბამისად მცენარეთა მორწყვა;
- სამუშაო ინვენტარის სათანადო გამოყენება, მოვლა და სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ მოწესრიგება და დასაწყობება;
- სამუშაო მასალებისა და ინვენტარის საჭიროების შესახებ უფროსი მებაღის დროული ინფორმირება;
- გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი სამებაღეო სამუშაოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მცენარეთა მოვლა-პატრონობის ძირითადი პრინციპების საბაზისო ცოდნა;
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სამებაღეო ინვენტარის გამოყენების ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს მებაღედ მუშაობის გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. შეტყობინების სათაურში მიუთითეთ მებაღე
განცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 10 ოქტომბერი;
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.