← Tüm iş ilanları

FP4B7FC7 19 Kas tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

თვითდასაქმებულ პირთა საკრედიტო ექსპერტი / RB ბანკირი - ს/ც1

თიბისი

თიბისი

თიბისი Dış ilan
Görüşülür Orijinal ilana devam edin ↗

19 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun

"თიბისი" აცხადებს ვაკანსიას თვითდასაქმებულ პირთა საკრედიტო ექსპერტი (RB ბანკირი) - დიდი დიღმის ს/ც 1 პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, სს "თიბისი ბანკის" დიდი დიღმის სერვის-ცენტრი#1 დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი მოქმედების ვადა: 26.11.2026

კომპანიის აღწერა ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერა

  • თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაყიდვები, ფინანსური ანალიზი და გსურს კარიერული განვითარება ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ საბანკო გარემოში, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

რას გააკეთებ? როგორც RB ბანკირი, შენ:

  • აღმოაჩენ და მოიზიდავ ახალ მომხმარებლებს;
  • შეისწავლი მათ საჭიროებებს და შესთავაზებ საუკეთესო ფინანსურ გადაწყვეტილებებს;
  • შეაფასებ მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობასა და საკრედიტო რისკებს;
  • დაამუშავებ საკრედიტო განაცხადებს და მოამზადებ შესაბამის დოკუმენტაციას;
  • იზრუნებ შენს საკრედიტო პორტფელზე და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე;
  • გამოიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და AI ინსტრუმენტებს ყოველდღიურ საქმიანობაში.

კვალიფიკაცია ვის ვეძებთ? მოხარული ვიქნებით, თუ:

  • გაქვს გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ფლობ ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარებს;
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული, ინიციატივიანი და პასუხისმგებლიანი;
  • შეგიძლია ფინანსური ინფორმაციის ანალიზი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება;
  • გაქვს გუნდურად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებთან და AI ინსტრუმენტებთან მუშაობის ინტერესი.

უპირატესობად ჩაითვლება

  • საბანკო სექტორში, მინი/მიკრო სესხების ან საცალო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

რას გთავაზობთ?

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ ბონუსურ სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევასა და მრავალფეროვან კორპორაციულ ბენეფიტებს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს;
  • ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებზე შეუზღუდავ წვდომას;
  • თანამედროვე, ინოვაციურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
  • განსაკუთრებული დიზაინისა და განახლებული კონცეფციის ფილიალებში მუშაობის შესაძლებლობას.
  • შემოგვიერთდი, შექმენი წარმატების საკუთარი ისტორია და განავითარე კარიერა ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ საბანკო გუნდში!

დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს - https://smrtr.io/CVZBb დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz