9,111 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

FPA5TQDY 24 Eyl tarihinde yayınlandı 2 görüntüleme

Silk Development

Silk Development

გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი

Silk Development Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

სილქ დეველოპმენტი სილქ როუდ ჯგუფის შემადგენელი, (იხ. https://silkdevelopment.ge/ge/) საქართველოში უძრავი ქონების განვითარების წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მიმზიდველ და შთამაგონებელ პროექტებს საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცნობილ საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიებთან და მათთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული პროექტი მორგებული იყოს მდებარეობის უნიკალურ მახასიათებლებს, ისტორიას და ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს.

სილქ დეველოპმენტი ამჟამად გთავაზობთ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას:

ადგილმდებარეობა - თბილისი სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო საათები - 10:00 – 19:00 სთ ანგარიშვალდებულია: კომერციულ დირექტორთან დაქვემდებარებული პოზიცი(ები)ა: NA

ძირითადი მოვალეობები: - არსებული კლიენტების ბაზების მართვა და რეპორტინგი - არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია - კლიენტების მხრიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება და ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადება - სამეზობლო ჯგუფების მართვა და მათი დროული ინფორმირება - პრობლემური საკითხების ეფექტურად მართვა - ობიექტზე ვიზიტები: თეთრი კარკასის ტურის დაგეგმვა და მართვა, საჭიროების შემთხვევაში დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელება, გარემონტებული ბინების შემოწმება და ჩაბარებისთვის მომზადება - ბინების ჩაბარების პროცესის დაგეგმვა და მართვა, გასაღებების გადაცემის ჩათვლით - იუსტიციის სახლში სარეგისტრაციო პროცესის დაგეგმვა, კლიენტებთან კომუნიკაცია, შესყიდვის რეგისტრაცია და გასაღებების გადაცემა - საბოლოო პროდუქტის ფორმირებაში მონაწილეობა: დიზაინერების მხარდაჭერა, კლიენტებთან საბოლოო დიზაინის შეთანხმების კოორდინაცია და რემონტის შერჩევის/ცვლილებების მართვა - ბინებში არსებული დეფექტების მონიტორინგი და მათი აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის პირებთან გადამისამართება - საჭიროების შემთხვევაში კლიენტებთან კომუნიკაცია ბინის ჩაბარების შემდეგ - ხელმძღვანელის მითითებით სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში; - მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების შემდგომი მომსახურების, უძრავი ქონების, ქონების მართვის ან კლიენტთა მხარდაჭერის მიმართულებით; - კლიენტებთან ურთიერთობის, დოკუმენტაციისა და პრობლემების მოგვარების გამოცდილება; - სამშენებლო და სარემონტო პროცესების ცოდნა - ხელშეკრულებების, სამართლებრივი დოკუმენტაციისა და უძრავი ქონების გაყიდვების რეგისტრაციის მართვის გამოცდილება; - Excel-ისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების მაღალ დონეზე ცოდნა, CRM სისტემის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება; - ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა, სხვა უცხოური ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება; - ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრობლემების გადაჭრის ძლიერი უნარები; - კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა პრობლემების გადაჭრის აქტიური (პროაქტიური) პოზიციით.

სილქ დეველოპმენტი ამჟამად გთავაზობთ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას: https://silkdevelopment.selfrecruit.ge/s/fX5Bv

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Silk Development
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek