← Tüm iş ilanları

FQ2FBVTH 17 Kas tarihinde yayınlandı 12 görüntüleme

საწყობის მენეჯერი

ელვარე Dış ilan
₾2000 / ay Oturum açın ve başvurun

olağana göre +28% · olağan 1,565 ₾ · 93 ilan

17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun

Sigorta · ilanda

ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობითა და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: 2000 ლარი, გამოსაცდელ პერიოდში + ბონუსი;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; 09:00-18:00;
  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა №135.
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: მეოთხე თვიდან.

რას გააკეთებ?

  • საწყობის მართვა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის საწყობში/მაღაზიაში მიღება/მითვლა და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა;
  • იმპორტირებული პროდუქციის (ელექტრო საქონელი/სხვა დამატებითი წვრილმანი პროდუქტი) საწყობში მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, განთავსება/დასაწყობება, მარაგების პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
  • მზა პროდუქციის საწყობში თუ გაყიდვების ობიექტებში შემოსული შეკვეთების მიხედვით, პროდუქციის აგროვება/გადამოწმება/გაცემის უზრუნველყოფა;
  • საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (პალეტზე განთავსება, შეფუთვა, თაროზე განთავსება);
  • სასაწყობე პროგრამაში მუშაობა, გაწერილი პროცესების მონიტორინგი და წესების ზედმიწევნით დაცვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საწყობში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი;
  • სადისტრიბუციო მანქანების დატვირთვა ზედნადებების მიხედვით;
  • საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა;
  • კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა;
  • საწყობის განვითარების სტრატეგიაზე მუდმივი მუშაობა გუნდთან ერთად;
  • საწყობში გუნდური მუშაობის შენარჩუნება და თანამშრომლების მოტივაციის გაზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ავტოდამტვირთველის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

გეძებთ შენ, თუ გაქვს

  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი;
  • პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
  • ორგანიზებულად და ზედმიწევნით ყურადღებით მუშაობის უნარი;
  • ხართ პუნქტუალური, კომუნიკაბელური და ყურადღებიანი.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, საწყობის მენეჯერი - ბათუმი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz