მომსახურების ოპერატორი
„KiwiPost", როგორც ერთ-ერთი ლიდერი გადამზიდი საქართველოს ბაზარზე, ახორციელებს საერთაშორისო ამანათების გადაზიდვას მსოფლის 7 ქვეყნიდან და სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ ლოჯისტიკურ სერვისებს. ჩვენი გამოცდილება, სანდო პარტნიორული ქსელი, და პროფესიონალი გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით ვიოპერიროთ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონალურ ბაზარზე. ასევე, ვემსახურებით საერთაშორისო ელ. კომერციის მსხვილ პლატფორმებს და ვახორციელებთ საბაჟო და Last mile მომსახურებებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, სისწრაფე და მომხმარებლის გამოცდილება — ამიტომ ვქმნით განვითარებაზე ორიენტირებულ, დინამიკურ სამუშაო გარემოს და ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ჩვენი გუნდის ნაწილი. ეწვიეთ ჩვენს LinkedIn-ის ან Facebook-ის გვერდს, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი საქმიანობის შესახებ.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და თავაზიან მომსახურების ოპერატორს (ფრონტ-დესკ ოპერატორი), რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებლისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევაზე.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: - ფიქსირებულ ანაზღაურებას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
ძირითადი მოთხოვნები: - კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური/რუსული საბაზისო დონოზე ენის ცოდნა; - კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები: - ორგანიზებულობა; - პრეზენტაბელურობა და ენერგიულობა; - კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო განაკვეთი, სრული: ორშაბათი/პარასკევი 10:00 სთ-დან 18:30 სთ-მდე შაბათი: 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
ლოკაცია: ვაჟა-ფშაველა, დიდი დიღმი, წერეთელი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "კივის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ თქვენი კანდიდატურის შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების განხილვის მიზნებისთვის. თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ; მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა; გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.