8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

FTB88B43 16 Eyl tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი

ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი

სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტი

Batum Staj Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

უნივერსიტეტი შპს "ბაუ საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

ვაკანსიის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა ითვალისწინებს შემდეგ პუნქტებს:

  • სასწავლო უნივერსიტეტის ელექტრონული მართვის სისტემაში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის ასახვა;
  • უცხოელი და ქართველი აბიტურიენტებისათვის სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის საჭირო პროცედურების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
  • სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ბინადრობის ნებართვის მიღების, აკადემიური და ფინანსური რეგისტრაციის გავლის წესის, სტუდენტის სტატუსის, მობილობის, სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ;
  • სტუდენტებისათვის რელევანტური ღონისძიებებისა და გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ელექტრონული ფოსტისა და მობილური შეტყობინების გაგზავნით, უნივერსიტეტში თვალსაჩინო ადგილზე განცხადების გამოკვრით, შეხვედრის ორგანიზებით და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენებით;
  • ცალკეული სტუდენტებისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივების განხილვა და სასწავლო უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ლობირება;
  • ტრენინგების, სემინარებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება კარიერული წარმატებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შესახებ;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა პერიოდული გამოკითხვა, მათი დასაქმების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბება;
  • პოტენციური დამსაქმებლების მოძიება, მათთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება და სტუდენტებისათვის დასაქმების/პრაქტიკის პერსპექტივების შექმნა;
  • კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტის სტატუსისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ ცნობების გაცემა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება;
  • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომელიც სამსახურის საქმიანობის მიზნიდან გამომდინარე, ექცევა სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის კომპეტენციაში

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  • უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა: არანაკლებ B2 დონე;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office.

სამუშაო ადგილი: ფრიდონ ხალვაშის 237; სამუშაო საათები: სრული განაკვეთი; საცდელი ვადა: 6 თვე; ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად; ვაკანტური პოზიცია: 1;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიცია - სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტი.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek