ამბულატორიის რეგისტრატორი
სს„ვიანი“-ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ამბულატორიის რეგისტრატორის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ზ. იარაჯულის N8.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღეში 8 სამუშაო საათი (10-დან 6 საათამდე);
ძირითადი მოვალეობები: - პაციენტების რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში; - პაციენტის ბარათის გახსნა, რედაქტირება და ინფორმაციის შევსება დადგენილი წესის შესაბამისად; - რეგისტრირებული პაციენტების შესაბამის სპეციალისტებთან გადამისამართება; - საჭირო ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება და პაციენტებისთვის დროული მიწოდება; - მომსახურების პროცესში შეფერხების შემთხვევაში პაციენტების ინფორმირება; - უშუალო ხელმძღვანელისა და ჰოსპიტლის მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; - უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით; - MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; - სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - მომხმარებელზე ორიენტირებულობა; - დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა; - ოპერატიულობა და მობილიზებულობა; - გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა; - ინფორმაციის ანალიზისა და გადაცემის უნარი.
ჩვენი მხრიდან გთავაზობთ: - ,,იმედი-L”-ის დაზღვევას - თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50 %-იან ფასდაკლებებს - ,,GPC“-ის და ,,ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს - ,,Fitpass”-ით სარგებლობის შესაძლებლობას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.