8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

FYYDGRGQ 17 Eyl tarihinde yayınlandı 30 görüntüleme

კაფეტერია Canteen_Area

კაფეტერია Canteen_Area

მოლარე

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
₾500 / ay 2 Eki tarihine kadar başvurun

"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 74 ქვეყნის 365 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა ეკონომიკის და განათლების სკოლებისგან.

კავკასიის უნივერსიტეტის კაფეტერია "CanteenArea" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

  • პროგრამებთან და სალარო აპარატთან მუშაობა;
  • სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
  • სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
  • სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

  • მოლარის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • სამუშაოს სწრაფი და ეფექტურად შესრულების უნარი;
  • ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • თავაზიანობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (11:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე), სამუშაო რეჟიმი: 2 დღე სამუშაო - 2 დღე დასვენება, თვეში დაახლოებით 15 სამუშაო დღე;
  • ანაზღაურება: 500 ლარი;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (პერიოდი ანაზღაურებადია).

დაინტერესებულმა პირები გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კაფეტერია Canteen_Area
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek