8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

G8P3KDT1 8 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

Premium Leasing

Premium Leasing

ავტო ლიზინგის - მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი

Premium Leasing Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ლიზინგის (მომხმარებელთა მომსახურების) ოპერატორის პოზიციაზე წეროვანში.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების გაზრდის მიზნით, კომპანიის პროდუქტების შეთავაზება პოტენციური მომხმარებლებისთვის;
  • დაინტერესებულ მომხმარებელთათვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • ლიზინგის განაცხადების მომზადება შიდა სტანდარტის მიხედვით და განსახილველად შესაბამის ჯგუფთან გადაგზავნა;
  • დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და ლიზინგის გაცემის სრული პროცესის მართვა;
  • პორტფელის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • გაყიდვების ეფექტური მეთოდების ცოდნა,
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • გუნდურობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო ადგილი: სოფ. წეროვანი ("ლაიონ ტრანსის" სივრცე) ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 + ყოველთვიური ბონუსი სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი:10:00 - 18:00; შაბათი: 10:00-15:00

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე.

ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ავტო ლიზინგის ოპერატორი, წეროვანი

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს"

და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Premium Leasing
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek