8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

GCGV4ZFC 11 Eyl tarihinde yayınlandı 47 görüntüleme

სონნივა ჯორჯია

სონნივა ჯორჯია

საწყობის თანამშრომელი

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
₾1800 / ay 12 Eki tarihine kadar başvurun

შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია სონნივა ჯორჯია არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტრაილერებისა და კონტეინერების დაცლა და მიღებული საქონლის საწყობში განთავსება.
  • საქონლის უსაფრთხო და სათანადო წესით გადაადგილება/დალაგება.
  • საწყობის მუდმივი მოწესრიგებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა.
  • საწყობში წესრიგისა და საქონლის სწორად განთავსების მონიტორინგი.
  • აღმოჩენილი დაზიანებების, შეუსაბამობებისა და სხვა პრობლემების შესახებ პასუხისმგებელი პირის დროული ინფორმირება.
  • ხელმძღვანელის მიერ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
  • სხვა უცხო ენის ცოდნა (სასურველია)

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:

  • ხელფასი: 1800 ლარი (ხელზე ასაღები). ბონუსი ყოველ დაცლილ ტრაილერსა და კონტეინერზე.
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
  • დასვენების დღე: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა.
  • ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, ტრანსპორტირება მეტრო-სადგურებთან.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სონნივა ჯორჯია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek