8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

GF0XYBJ9 11 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

ზუმერი

ზუმერი

კორპორატიული პროექტებისა და ტენდერების მენეჯერი

ზუმერი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 12 Eki tarihine kadar başvurun

ზუმერის კორპორატიული გაყიდვების გუნდში ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც შემოგვიერთდება კორპორატიული პროექტებისა და ტენდერების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #1 სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციებისა და დეფიციტური მიმართულებების მუდმივი მონიტორინგი და იდენტიფიცირება;
  • სატენდერო და კორპორატიულ სექტორში გაჩენილი ახალი მოთხოვნების საფუძველზე კომპანიის პორტფელისთვის საჭირო ახალი პროდუქტების/კატეგორიების იდენტიფიცირება და მათი დამატების ინიცირება;
  • ახალი პროდუქტების ინტეგრირებისა და დანერგვის პროცესის უზრუნველყოფა შესაბამის შიდა დეპარტამენტებთან (შესყიდვები, პროდუქტის მენეჯერები, მარკეტინგი) მჭიდრო თანამშრომლობით;
  • კომპანიის არსებული პროდუქციის პორტფელისა და კატეგორიების სიღრმისეული შესწავლა, მათი სპეციფიკაციებისა და უპირატესობების გააზრება;
  • შიდა ასორტიმენტიდან იმ აქტიური კატეგორიების/პროდუქტების გამოყოფა და იდენტიფიცირება, რომლებსაც აქვთ ყველაზე დიდი პოტენციალი კორპორატიულ (B2B) სექტორსა და ტენდერებში გამოსაყენებლად;
  • გამოყოფილი პროდუქტების ბაზაზე მზა საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავება და მათი პაკეტირება პროექტის სახით;
  • აქტიური პროდუქტების კატეგორიების მიხედვით რელევანტური სექტორებისა და პოტენციური კლიენტი კომპანიების მოძიება, ბაზრის სეგმენტაცია და ბაზების შექმნა;
  • ახალი პროექტების ინიცირების მიზნით პოტენციურ დამკვეთებთან პირველადი კონტაქტის დამყარება, პრეზენტაციების მოწყობა და შეხვედრების ორგანიზება;
  • კონკრეტული სამიზნე კომპანიებისთვის ინდივიდუალური, მაღალი ხარისხის კომერციული შეთავაზებების მომზადება, სადაც ხაზგასმული იქნება პროდუქტების სარგებელი, ხარისხი და ფინანსური ეფექტიანობა;
  • მოკლე და გრძელვადიანი თანამშრომლობის მოდელების შემუშავება და წარდგენა დამკვეთების გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან;
  • სახელმწიფო (სატენდერო პორტალი) და კერძო სექტორის შესყიდვების მუდმივი მონიტორინგი და პოტენციური პროექტების იდენტიფიცირება;
  • სატენდერო, საპროექტო და ბაზრის კვლევების დოკუმენტაციის, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დავალებების დეტალური შესწავლა, დამუშავება და ანალიზი;
  • ტენდერის გამოცხადების ან/და პროექტის დამუშავების ეტაპზე შემსყიდველ ორგანიზაციებთან/კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია, ტექნიკური დავალებების დაზუსტება და მათთან გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • პროექტისთვის საჭირო პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასებისა და პირობების მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომწოდებლებისგან;
  • სატენდერო წინადადებების, კალკულაციების, ტექნიკური და ფინანსური დოკუმენტაციის სრული მომზადება და დადგენილ ვადებში წარდგენა;
  • გამარჯვებული ან მოპოვებული კორპორატიული პროექტების მიმდინარეობის კონტროლი — ხელშეკრულების გაფორმებიდან პროდუქციის მოწოდებამდე და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • იგივე ან მონათესავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება;
  • სტრატეგიული, ანალიტიკური, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება;
  • ეფექტიანი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი (როგორც შიდა, ისე გარე გუნდებთან);
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, დროის მართვისა და მრავალპროფილურ დავალებებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • პრობლემების დროულად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების პოვნის უნარი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

ზუმერი გთავაზობთ:

  • ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
  • ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება, განახორციელოთ თქვენი იდეები;
  • კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, FITPASS და სხვა);

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/z2AbYN9fLz

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ზუმერი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek