გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "Easy Car" წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ავტომობილის სწრაფად და მარტივად შეძენას ლიზინგის პირობით, ასევე საკუთარი ავტომობილის დალომბარდებას.
ჩვენი კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, სადაც არ არის სავალდებულო საავტომობილო სფეროს ცოდნა.
სამუშაო განაკვეთი: სრული (შესაძლებელია სტუდენტებისთვის გრაფიკის მორგება) სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი და ბონუსი, საშუალო ანაზღაურება 1200 ლარიდან ზემოთ
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება და მოზიდვა
- კლიენტებთან დროული უკუკავშირი სოციალურ ქსელში
- განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება
- მოლაპარაკების წარმოება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- სხარტი აზროვნების უნარი
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და თემის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი" ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე. ტელ.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.