8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

GM35MDR9 31 Ağu tarihinde yayınlandı 54 görüntüleme

ლაზიკა კაპიტალი

ლაზიკა კაპიტალი

საკრედიტო ექსპერტი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 29 Eyl tarihine kadar başvurun

საქართველოში წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალი" საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს საფინანსო სფეროში მოქმედ პროფესიონალებს.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ თანამშრომლებს საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე: ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, მარტვილის, ქუთაისის, სენაკის, ხულოს, ბაღდათის, ხელვაჩაურის, ცაგერის, ხობის, ზესტაფონის, სამტრედიის, მესტიის, ახალციხის ფილიალებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი) - სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში - გამოკვეთილი სურვილი და მოტივაცია მიაღწიოს წარმატებას და ზრდას საფინანსო ინდუსტრიაში. - კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები - დეტალებისადმი ყურადღებისა და პრობლემის ოპტიმალური გადაჭრის უნარები - ანალიტიკური უნარები

სამუშაოს აღწერილობა: - პოტენციური მსესხებლების მოძიება - მიმდინარე მსესხებლების და სასესხო პროექტების მონიტორინგი - სასესხო განაცხადების მიღება და ანალიზი - ორგანიზაციის კლიენტების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული შეფასება და კონტროლი - ინდივიდუალური სასესხო პორტფელის მართვა.

ჩვენს შესახებ. ჩვენ ვართ საქართველოში დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ჩვენ ვზრუნავთ მცირე მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსურ და სოციალურ კეთილდღეობაზე საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორობის გზით. ორგანიზაციის გაცხადებული მთავარი ღირებულებებია: პასუხისმგებლობა, ზრუნვა, განვითარება, პროფესიონალიზმი.

რატომ უნდა აირჩიოთ ლაზიკა კაპიტალი: - კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტები: ჩვენ გთავაზობთ მუდმივად მზარდ, სკალირებულ ფიქსირებულ სახელფასო ანაზღაურებას და მრავალფეროვან საბონუსე სისტემას. ჯანმრთელობის დაზღვევას, მობილურ ტელეფონზე ულიმიტო სასაუბრო დროს და კომპანიის ავტომობილით მომსახურებას. - სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჯანსაღი ბალანსი: ჩვენთვის პრიორიტეტულია სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჯანსაღი ბალანსი, რადგან ვიცით, რომ ბედნიერი, მოტივირებული თანამშრომელი ჩვენი საერთო წარმატების გასაღებია. ჩვენ გთავაზობთ 35-საათიან სამუშაო კვირას (შაბათ-კვირას დასვენება) და მზად ვართ დაგეხმაროთ როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში. - მრავალფეროვანი პროგრამები: ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ თქვენს პროფესიულ და პიროვნულ ზრდას სხვადასხვა სასწავლო პროგრამების მეშვეობით, რომლებიც შექმნილია თქვენი უნარების გასაძლიერებლად:

  • პროფესიული ზრდის პროგრამა: ჩვენ გვჯერა ჩვენი თანამშრომლების პოტენციალის და მზად ვართ ვიზრუნოთ მათ გაუმჯობესებაზე. ჩვენ გთავაზობთ სტრუქტურირებულ გზას, რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. ჩვენ გთავაზობთ მენტორობას, ქოუჩინგს და ინსტრუმენტთა ფართო სპექტრს, რომელიც საჭიროა თქვენი განვითარებისთვის.
  • ტრენინგები: "ლაზიკა კაპიტალში" ჩვენ ვაღიარებთ, რომ უწყვეტი სწავლა არის პიროვნული და პროფესიული განვითარების ქვაკუთხედი. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ტრენინგის მრავალფეროვან პროგრამებს, რომლებიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. ტექნიკური უნარებიდან დაწყებული, ლიდერობის განვითარების ჩათვლით. თქვენ გექნებათ წვდომა სწავლის მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რაც მოგცემთ საშუალებას გამოირჩეოდეთ თქვენს პროფესიაში.
  • თანამშრომელთა მოტივაციის პროგრამები: ჩვენ გვესმის, რომ მოტივირებული თანამშრომლები ჩვენი წარმატების მამოძრავებელი ძალაა. ჩვენი თანამშრომელთა მოტივაციის პროგრამები არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკურენტული ხელფასით და ბენეფიტებით. ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს მიღწევებს, ვაღიარებთ თქვენს შრომისმოყვარეობას და უზრუნველვყოფთ მხარდამჭერ, ინკლუზიურ გარემოს, რომელიც ხელს შეგიწყობთ იყოთ პროდუქტიულები და მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი..

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ლაზიკა კაპიტალი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek