დარბაზის მენეჯერი / ადმინისტრატორი
სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო” აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის დარბაზის მენეჯერის/ ადმინისტრატორის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს!
ანაზღაურება: 1500 - 1800 + ბონუსები
მოვალეობები: - უზრუნველყოს სავაჭრო დარბაზის შეუფერხებელი მუშაობა - ყურადღებას აქცევს და აკონტროლებს მომსახურე პერსონალის მხრიდან მომხმარებელთა მომსახურების დადგენილი სტანდარტების დაცვას; - აკონტროლებს საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გატანას, დარბაზში შესული პროდუქციის რაოდენობის სისწორეს, ვადებს - განიხილავს და ისმენს უკმაყოფილო მომხმარებელთა პრეტენზიებს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს აღნიშნულ პრეტენზიათა აღმოფხვრისათვის;
მოთხოვნები: - მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება - პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი - თანამშრომელთა შრომის გრაფიკის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და მართვის სტრუქტურის ცოდნა - მომხმარებლის მომსახურების დადგენილი სტანდარტების ცოდნა - შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: - ორგანიზებულობა; - პასუხისმგებლიანობა; - კომუნიკაბელურობა; - პუნქტუალურობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა;
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს! სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ტელ: + 995 32 2 907 907
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.