ელექტრო ტექნიკოსი/მემონტაჟე
შპს "Flexsecure" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-ტექნიკოსის (მემონტაჟე) პოზიციაზე.
ზოგადი მოვალეობები:
- განახორციელოს ტექნიკური მოწყობილობების (ელექტრო სადენების) ხარისხიანი მონტაჟი;
- საჭიროებისამებრ შეაკეთოს დაზიანებული მოწყობილობები;
- განახორციელოს მოწყობილობების ხარისხის და ფუნქციონალობის კონტროლი;
- შეასრულოს სისტემების პროგრამირება;
- მოახდინოს აღწერა ტექნიკისა და მოწყობილობების მდგომარეობის შესახებ;
- მოახდინოს ელექტრული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
- სამუშაო იარაღების მოხმარების ცოდნა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;
- სხვა დაკავშირებული ამოცანები.
მთავარი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო განხრით;
- სუსტ დენებზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრული სქემების წაკითხვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;
- ორგანიზებული, დისციპლინირებული ადამიანი, გუნდური მუშაობის უნარით.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო დღე (09:00-დან-18:00 საათამდე) შაბათ-კვირის გარდა.
- ანაზღაურება - ხელზე ასაღები თანხა 1500 ლარი.
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა, გულუას ქ.N3
- გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად ქართულ ან ინგლისურ ენაზე მისამართზე გთხოვთ subject გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.