8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

GWS97BM5 31 Ağu tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

მშობლების თანადგომა

მშობლების თანადგომა

პედაგოგის დამხმარე ასისტენტი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 27 Eyl tarihine kadar başvurun

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომა" 18+ დღის ცენტრი, მის: თბილისი, დიდუბე (მეტრო წერეთლის მიმდებარედ) თევდორე მღვდლის 46, აცხადებს ვაკანსიას პედაგოგის დამხმარე ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო რეჟიმი: კვირაში 5 სამუშაო დღეს 10 - 16 საათამდე. ხელფასი: შეთანხმებით, თხოვნაა რეზიუმე გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაეხმაროს სპეცპედაგოგს და მონაწილეობა მიიღოს დღის ცენტრის ყველა აქტივობების განხორციელების პროცესში;
  • ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმის შედგენასა და განხორციელებაში ჩართულობა;
  • ჯგუფური აქტივობების დაგეგმა და განხორციელებაში ჩართულობა, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ;
  • ბენეფიციარების ინდივიდუალურად დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
  • შშმ 18 წელს ზემოთ ბენეფიციარების გამოყენებითი ხელოვნება და შრომითი საქმიანობის აქტივობაში ჩართულობა;
  • გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა;
  • დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრი, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპიის, სოცმუშაკის სპეციალობით, შესაძლებელია სტუდენტიც (სასურველია, ჰქონდეს შემოქმედებითი უნარი (კერვა, თექაზე მუშობა, ხატვა და ა.შ.) შერჩევით ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს!

მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:

  • სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
  • დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
  • კეთილსინდისიერება/სანდოობა;
  • მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
  • სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
  • კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
  • ადაპტაციის უნარი;
  • პუნქტუალობა.

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი - CV-ის (ქართულ ენაზე) განხილვა; 2 ეტაპი - გასაუბრება.

გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე.

ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 26 სექტემბერი, 2026

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მშობლების თანადგომა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek