8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

H08NDGQ6 26 Ağu tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

ფინჰაბ ჯორჯია

ფინჰაბ ჯორჯია

პორტფელის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾700 / ay 27 Eyl tarihine kadar başvurun

"ფინჰაბ ჯორჯია" წარმოადგენს უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 5 ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში, რუმინეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და საქართველოში.

კომპანია ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სთავაზობენ დავალიანების დაფარვას მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიაღწიე პროფესიულ წარმატებას!

ჩვენ ვეძებთ პორტფელის მენეჯერს, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #49/49 ბ; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 700 ₾ + ყოველთვიური ბონუსი. (საშუალო ჯამური ანაზღაურება 2000 ლარიდან)

რას გთავაზობთ?

  • მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.

რა იქნება შენი მთავარი ამოცანები?

  • კლიენტებთან კომუნიკაცია — დახმარება გადახდის სწორი გეგმის შერჩევაში;
  • გრაფიკში არსებული დებიტორების (მსესხებლების) გადახდების კონტროლი;
  • ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ეფექტიანი მართვა;
  • მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმების მიღწევა გადახდებზე;
  • პრობლემური კლიენტების ვიზიტები საჭიროებისამებრ;
  • რესტრუქტურიზაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
  • ყოველდღიური ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის;
  • თანამშრომლობა სამართლებრივ ორგანოებთან, აღმასრულებლებთან და სხვა პარტნიორებთან.

თუ ხარ:

  • კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობიანი;
  • მიზანდასახული;
  • ორიენტირებული შედეგზე და გუნდური მუშაობის მოყვარული.

მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ფინჰაბ ჯორჯიამ" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ვებსაიტი: https://www.finhub.ge/ka

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფინჰაბ ჯორჯია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek