Satış Danışmanı
Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinal metni Gürcüce okuyun →
“ბიუ ბიუ პლიუსი” შპს, “ჩირინას” ახალი ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია, რომელმაც თბილისში გახსნა ახალი მაღაზიათა ქსელი, სახელწოდებით - "ბიუმარტი", ეძებს გამყიდველ-კონსულტანტებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იზრუნებენ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებზე. მიზანი ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საერთო ორგანიზაციული წარმატების მიღწევაა.
რატომ ჩვენ? რას გთავაზობთ:
- ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- საბონუსე სისტემა;
- გუნდურობის წამახალისებელი ღონისძიებები;
- თანამშრომლებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება, დალაგება, აღრიცხვა;
- მომხმარებლების მომსახურება;
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- ობიექტის სისუფთავის უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი. ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო;
- ანალიტიკური აზროვნება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- აქტიურობა და სისწრაფე.
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი.
ანაზღაურება: 850 ლარი 15 დღეში + ბონუსი. სამუშაო განრიგი: 9:00 სთ -20:30 სთ.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე ან გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.