კონდიტერი საახალწლო დასაქმება
18 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე ახალი წლის პერიოდში (სეზონური დასაქმება).
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები
- საკონდიტრო ნაწარმის მომზადება დადგენილი რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების მიხედვით;
- პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი, ინგრედიენტების დროული შეკვეთა და მომზადება;
- დესერტების შეფუთვასა და მარკირებაში მონაწილეობა (დამზადების თარიღის მითითებით);
- სამუშაო სივრცის მოწესრიგება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი (თვეში მინიმუმ 1500 ლარიდან)+ ეფექტური საბონუსე სისტემა;;
- ლოკაცია: დიღომი;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577200712 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/o0HqHaXc
გისურვებთ წარმატებას!