8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

H5EXGM09 10 Eyl tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

სასტუმრო ყვარლის ტბა

სასტუმრო ყვარლის ტბა

ღონისძიებების და ჯგუფების კოორდინატორი

Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

სასტუმრო კომპლექსი "ყვარლის ტბა" მდებარეობს კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში და სტუმრებს სთავაზობს 100-ნომრიან სასტუმროს, ბარ-რესტორნებს ქართული და ევროპული სამზარეულოს კონცეფციით, თანამედროვე საკონფერენციო სივრცეებს, სპა ცენტრს, ღია და დახურულ აუზებს, ველობილიკებსა და მრავალფეროვან გასართობ ინფრასტრუქტურას.

სასტუმრო "ყვარლის ტბა" ეძებს ღონისძიებების და ჯგუფების კოორდინატორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჯგუფური ჯავშნების, კორპორატიული და სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვის, კოორდინაციისა და წარმატებით განხორციელების პროცესზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: 5/2, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 საათი

ძირითადი მოვალეობები:

  • ჯგუფური ჯავშნებისა და ღონისძიებების სრული კოორდინაცია მათი დაგეგმვიდან დასრულებამდე;
  • ღონისძიებების დაგეგმვა, საჭირო სივრცის შერჩევა და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • BEO-ების (Banquet Event Orders) მომზადება, განახლება და შესაბამის დეპარტამენტებთან დროული გაგზავნა;
  • ყველა დაჯავშნილი ჯგუფისა და ღონისძიების კომუნიკაციის მართვა, ცვლილებების სისტემაში ასახვა და დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
  • ჯგუფების რუმინგ-ლისტების გადამოწმება, ოთახების განაწილების კონტროლი და მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • სტუმრებისა და პარტნიორი კომპანიების მაღალი სტანდარტით მომსახურება, საჩივრების ეფექტური მართვა და პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა;
  • გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა ახალი კორპორატიული კლიენტების მოზიდვისა და საქმიანი ურთიერთობების განვითარების მიზნით;
  • ინვოისების მომზადება, ხელშეკრულებების თანხებთან შესაბამისობის კონტროლი და გადახდების მონიტორინგი;
  • ღონისძიებებისა და ჯგუფების სტატისტიკის, სტუმართა უკუკავშირის (Feedback) ანალიზი და ანგარიშების მომზადება;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე პროფესიული კომუნიკაციის წარმოება კლიენტებთან, კომპანიებსა და სააგენტოებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სასტუმრო მენეჯმენტის, ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • სასტუმროს გაყიდვების, ჯგუფური ჯავშნების, ღონისძიებების ან Front Office-ის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
  • სასტუმროს PMS სისტემებთან (Fidelio, Opera ან სხვა) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი უნარი.

აუცილებელი კომპეტენციები:

  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კოორდინაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ მაღალი დონის ღონისძიებებისა და სტუმრების განსაკუთრებული გამოცდილების შექმნაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ჯგუფური ჯავშნებისა და ღონისძიებების კოორდინატორი.

გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების პროცესის მიზნებისთვის. ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სასტუმრო ყვარლის ტბა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek