8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

H5W87167 7 Eyl tarihinde yayınlandı 38 görüntüleme

Communal Hospitality

Communal Hospitality

ბარმენი

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 8 Eki tarihine kadar başvurun

"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

პირობები:

  • გრაფიკი: სრული
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
  • სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება და კალკულაციის შესაბამისად მომზადება;
  • სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდება;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
  • მენიუსა და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული სტუმრებისთვის;
  • ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • ობიექტზე არსებული სტანდარტული საოპერაციო პროცედურების დაცვა;
  • მარაგების კონტროლი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გამართული მეტყველება ქართულ ენაზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
  • ბარში მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Communal Hospitality
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek