8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

H9GHHHMD 12 Eyl tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

ელიტ ისთეითი

ელიტ ისთეითი

უძრავი ქონების აგენტი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1000–8000 / ay 11 Eki tarihine kadar başvurun

უძრავი ქონების სააგენტო “Elite Estate” აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე

Elite Estate აფართოებს გუნდს და იწვევს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან კანდიდატებს უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო მოითხოვს აქტიურობას, ორგანიზებულობას და მზადყოფნას განვითარებისთვის.

მისამართი: თბილისი, შარტავას 3.

სამუშაო გრაფიკი და პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი – კვირა.
  • 2 დასვენების დღეს აგენტი თავად ირჩევს.
  • სამუშაო საათები: 11:00 – 19:00.
  • სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ოფისში მეტი ხნით მუშაობა.

ანაზღაურება:

- ანაზღაურება სრულად არის გამომუშავებით. - საშუალო შემოსავალი მერყეობს 1000–8000 ლარის ფარგლებში. - შემოსავლის 80% დამოკიდებულია აგენტის აქტიურობაზე, შრომისუნარიანობასა და შესრულებულ სამუშაოზე. - კომპანიის მთავარი ბონუსი - ვთანამშეობლობთ 60/40% –ზე.

კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფა:

- სამუშაო ლეპტოპი. - კორპორაციული ნომერი და ყოველთვიური ულიმიტო სასაუბრო პაკეტი. - საიტებზე განცხადებების ატვირთვისა და რეკლამის ხარჯს უზრუნველყოფს კომპანია. - თანამედროვე CRM სისტემა.

ავტომატიზებული განცხადებების ატვირთვის პროგრამა, რომელიც ამარტივებს პროცესებს და მონაცემებს ავტომატურად განახლებენ ბაზაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- სასურველია გამოცდილება მომსახურების ან გაყიდვების სფეროში (აუცილებელი არაა). - მკაფიო მეტყველება და კომუნიკაციის მაღალი დონე. - პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა. - მოლაპარაკების წარმოების უნარი. - უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. - მოქნილი გრაფიკის შესაძლებლობა.

მოვალეობები:

  • კლიენტებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება.
  • ბინების ჩვენებების დაგეგმვა და ჩატარება.
  • განცხადებების მომზადება და ატვირთვა.
  • ზარებსა და შეტყობინებებზე დროული რეაგირება.
  • CRM სისტემაში მონაცემების შეყვანა.
  • რეპორტინგი.
  • განაცხადის გაკეთება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

ან დაგვიკავშირდით ნომერზე (WhatsApp).

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ელიტ ისთეითი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek