8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

HDHS5KDB 9 Eyl tarihinde yayınlandı 50 görüntüleme

კონტემპო

კონტემპო

გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾3500–5000 / ay 10 Eki tarihine kadar başvurun

ავეჯის შოურუმი "კონტემპო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "კონტემპო" არის ესპანური ბრენდი Kave Home-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში. ჩვენს შოურუმში, რომელიც მდებარეობს აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე და 1700 კვადრატულ საგამოფენო სივრცეს, წარმოდგენილია Kave Home-ბრენდის მრავალფეროვანი პროდუქცია: შიდა და გარე ავეჯი, განათება, ტექსტილი, დეკორი და აქსესუარები.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები - 1700 ლარი, დამატებით გარანტირებული ბონუსი გაყიდვებიდან, საშუალოდ ხელზე ასაღები - 3500-5000 ლარი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე სამუშაო საათები: 10:30-19:30

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა;
  • ბრენდის და მისი პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
  • პროდუქციის მდგომარეობისა და ფასების სისწორის მუდმივი კონტროლი;
  • მაღაზიის ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი და შენარჩუნება;
  • პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებელზე და შესაბამისი დოკუმენტაციის კურირება;
  • მომხმარებლის ქცევის და პრეფერენციების შესწავლა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
  • ბრენდის საკომუნიკაციო ენის და სტანდარტების დაცვა

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა; ავეჯის, ინტერიერის ან მსგავსი ტიპის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია, როგორც წერითი, ასევე ზეპირსიტყვიერი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა და თავდაჯერებულობა;
  • ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითდისციპლინა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ყველა კრიტერიუმს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კონტემპო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek