8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

HMFKCJFN 2 Eyl tarihinde yayınlandı 48 görüntüleme

ზუმერი

ზუმერი

მომსახურების კვლევის ოპერატორი

ზუმერი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 3 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების კვლევის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის #1 სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (კვირაში 30 საათი, გრაფიკის შეთანხმება შესაძლებელია)

ძირითადი მოვალეობები:

  • ზუმერის მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა გამავალი ზარების საშუალებით;
  • სერვის ცენტრის მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა გამავალი ზარების საშუალებით;
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის კვლევაში მონაწილეობა;
  • მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში;
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან დავალების დაფიქსირება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • აუცილებელია უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • CRM - პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;
  • სხვადასხვა ტიპის გასართობ აქტივობებს, ტრენინგებსა და თიმბილდინგებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯიას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/owfrkCtI5B

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ზუმერი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek