გაყიდვების მენეჯერი
"TinApps" ქმნის ციფრულ პროდუქტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც ჩვენს სერვისებს შესთავაზებს სილამაზის სალონებს, ბარბერშოპებს, ივენთ-სივრცეებსა და დაბადების დღის ცენტრებს.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან პირველი კონტაქტი — ტელეფონით, WhatsApp-ით და ადგილზე მისვლით
- სერვისის პრეზენტაცია და კლიენტის საჭიროებების გამოკვეთა
- მოლაპარაკება და გარიგების დახურვა
- არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება
- გაყიდვების პროცესის აღრიცხვა და ანგარიშგება
მოთხოვნები:
- გამართული ქართული ენა
- კომუნიკაბელურობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- მზადყოფნა ცივი ზარებისა და კლიენტთან ადგილზე მისვლისთვის
- გაყიდვების გამოცდილება — უპირატესობა, თუმცა არა სავალდებულო
- ინგლისური ან რუსული ენა — უპირატესობა
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას — 500 ₾ თვეში
- საკომისიოს მოზიდულ თითოეულ კლიენტზე — თქვენი შემოსავალი პირდაპირ დამოკიდებულია შედეგზე
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
- სრულ სწავლებას პროდუქტზე
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV.
კომპანიის შესახებ: tinapps.net
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.